გამგებმა კარგად გაიგოს, ნუ დაგვაბრალებთ იმას, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე კი არა, აი, ის კოლექტივი, ვინც ჩემს უკან დგას, უზარმაზარი კოლექტივი ადამიანებისა, დღე და ღამე მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო ნაკლები დაზიანებით გამოვიდეს ამ პანდემიიდან და კერძოდ, ეპიდემიიდან. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ მეტი კოლეგიალობისკენ, მეტი სოლიდარობისკენ, მეტი თანამშრომლობისკენ. მზად ვართ, ღიად ვითანამშრომლოთ ნებისმიერ საკითხზე, კერძო იქნება ეს თუ სახელმწიფო”, – განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები