ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი:
“იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მოშიმშილე მიშა სააკაშვილმა“ საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები“. მინისტრს სიტყვაზე ზოგი ენდობა და ზოგი– არ ენდობა.
მოშიმშილე პატიმარი როდესაც საკვებს მიიღებს, ეს უკვე ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მან შიმშილი შეწყვიტა. ასეთ დროს, ციხის ადმნინისტრაცია ადგენს სპეციალურ ოქმს (აქტს), რომ პატიმარმა საკვები მიიღო და შიმშილობა შეწყვიტა. აქტის შედგენის ვალდებულება ადმინისტრაციას კანონით ეკისრება. აქტში ფიქსირდება რა საკვები მიიღო პატიმარმა და ზუსტი დრო, როდის ჭამა ეს საკვები. ამ აქტის ასლი ეგზავნება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში და დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურიების უფროსს.
თუ მიშა სააკაშვილმა მიიღო საკვები, ფაფაები, რასაც რატი ბრეგაძე აცხადებს , მაშინ მან უკვე შეყწყვიტა შიმშილობა. შესაბამისად, კანონის გათვალისწინებით, რუსთავის მე–12 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას, უკვე შედგენილი უნდა ჰქონდეს სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტის დამადასტურებელი აქტი და ეს აქტი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტშიც, ორ სამსახურში.
მინისტრის სიტყვას, რომ სააკშვილმა ფაფა ჭამა, რაც თავისთავად შიმშილობის შეწყვეტას ნიშნავს, ეს აქტი უნდა ამაგრებდეს. აქტი, პატიმრის შიმშილობის შეწყვეტის შესახებ არ არის საიდუმლო ინფორმაცია, საჯარო ინფორმაციაა და გასაჯაროებას ექვემდებარება. მის გასაჯაროებას არ სჭირდება მანამდე მოშიმშილე პატიმრის ნებართვა. ჰოდა, თუ მინისტრი რატი ბრეგაძე სიმართლეს ამბობს, გამოაქვეყნოს იუსტიციის სამინისტრომ ეს აქტი, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის შესახებ. თუ აქტი არ არსებობს, მაშინ სააკაშვილი შიმშილობს. თუ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და აქტი მაინც არ არსებობს, მაშინ მე–12 პენიტენციური და წესებულების ხელმძღვანელობამ დაარღვია კანონი და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს. მოკლედ, ძალიამ მარტივად შეიძლება იმის გარკვევა, შიმშილობს თუ არა სააკაშვილი– ერთი აქტის გამოქვეყნებით.
არ მინდა ციხის კამერის ჩანერები, რომ სააკაშვილი საკანში სჭამს, არც სამედიცინო კონსილიუმის დასკვნები მინდა, რომლითაც დადასტურდება, სააკაშვილი შიმშილობს თუ არა. არც სისხლის ანალიზების პასუხები მინდა, რითაც ამის გარკვევა შეიძლება. გასაგებია, რომ კანონით, მაგ ყველაფრის გამოქვეყნების უფლება არ გაქვთ, პატიმარ სააკაშვილის ნებართვის გარეშე, ის კი ნებართვას არ გაძლევთ.
დადეთ ერთი აქტი პატიმარ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებისა და შესაბამისად, შიმშილობის შეწყვეტის შესახებ და დაამთავრეთ ყველაფერი. დახოცა ლამის ხალხმა ერთმანეთი „ფეისბუკზე“. ვირტუალური იარაღი რომ დაარიგონ „ფეისბუკზე“, 1 საათში ქართული „ფეისბუკი“ აღარ იარსებებს, გაწყვეტს ხალხი ერთმანეთს ამ შიმშილობა –არ შიმშილობის გამო.
შიმშილობს–არ შიმშილობს, შიმშილობს–არ შიმშილობს… როდემდე უნდა იმარჩიელოს ხალხმა და როდემდე უნდა ჭამოს ფეიკ–ნიუსები?”
კომენტარები