ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდება მოსახლეობა საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
“მთავრობა ვახერხებთ ერთობლივი გადაწყვეტილებებით მოვახდინოთ ყველა სახის პრევენცია. დამოკიდებულები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეს ღონისძიება ხარისხობრივად კარგად იქნება შესრულებული, მაშინ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დადგება,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართული ბრიფინგისას.
კომენტარები