“დაასანქცირე ივანიშვილი”, “არჩევნები არის გაყალბებული” – სტუდენტები “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” დერეფნებში ტრანსპარანტებით და რუპორებით დადიან და სტუდენტებს მოპარული ხმების დასაბრუნებლად ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებენ.
“უნდა გამოვიდეთ, უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და უნდა გავაგონოთ “ოცნება” რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, ჩვენს არას ვეუბნებით საპარლამენტო ლეგიტიმაციას, ამიტომ ყველამ უნდა გაიგოს და დაიცვას საკუთარი ხმა, გამოდით”, – ამბობს სტუდენტი.
ერთ-ერთმა ლექტორმა ლექცია შეწყვიტა და სტუდენტები მსვლელობაზე გაუშვა. ახალგაზრდებმა მას არჩევნების გაყალბების სიმბოლური სამკლაური გაუკეთეს.
ზუსტად ორ საათში დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა იწყება.
კომენტარები