მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა:
ოკუპანტების ტყვეობაში რჩება საქართველოს 2 მოქალაქე – გენადი ბესტაევი და ირაკლი ბებუა.
გენადი ბესტაევი, რომელიც 2019 წლის 26 ნოემბერს ოკუპანტებმა გაიტაცეს საკუთარი სახლიდან, წელიწადი და 10 თვეა იმყოფება ცხინვალის ციხეში.
ოკუპანტებმა ბესტაევს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მისი განთავისუფლება ეტყობა არ შედის ხელისუფლების პრიორიტებებში. ხელისუფლება ელოდება ვადის გასვლას და შემდეგ 1 კვირით ადრე რომ გაანთავისუფლებენ ბესტაევს, გამოვლენ განცხადებით რომ მათი მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად გენადი ბესტაევი განთავისუფლდა.
ირაკლი ბებუას ოკუპანტებმა 9წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ის სოხუმის ციხეში იმყოფება. როგორც გახელაძის შემთხვევაში ვნახეთ, ხელისუფლებას გააჩნია რეალური და ეფექტური ბერკეტები იმისა, რომ მათი გამოყენების შედეგად ჩვენი ტყვეები დაბრუნდნენ ოჯახებში. მთავარია არსებობდეს სახელმწიფო ნება. დარწმუნებული ვარ, სათანადო სურვილის და მონდომების არსებობის შემთხვევაში, გამოიძებნებიან ქართულ ციხეებში შესაბამისი მნიშვნელობის პატიმრები, ვის სანაცვლოდაც ოკუპანტები ჩვენს ტყვეებს დაგვიბრუნებენ, როგორც ეს გუბოზოვი-გახელაძის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ ხელისუფლება არ აქტიურობს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გრძნობს საზოგადოების მხრიდან შესაბამის ზეწოლას, ამიტომ ის არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს და ამას გააკეთებს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავისი რომელიმე სიბინძურის გადაფარვა დასჭირდება.“
კომენტარები