იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიცია უნდა დათანხმდეს მმართველი გუნდის შეთავაზებას და გამოიგლოვოს პროპორციული საარჩევნო სისტემა.
“დღესვე შეიძლება ითქვას… ჩემი გადასახედიდან, რომ ეს შეხვედრები საჭირო იყო, რათა მათი პოზიციები კიდევ ერთხელ მოგვესმინა. ჩვენ მათ არ ვატყუებთ, ვეუბნებით, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა, თუმცა მზად ვართ, რომ უფრო მეტად პროპორციული გავხადოთ სისტემა. ახლა მათგან ველოდებით პასუხს… მოლაპარაკება მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, გამოიგლოვონ ერთი ცნობილი ფილმის არ იყოს ეს თავიანთი პროპორციული და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მზადება”
კომენტარები