თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.
-რომ არსებობდეს მისი გათავისუფლების გეგმა, გეცოდინებოდათ?
-გამორიცხულია, რომ არ მცოდნოდა. თეორიულადაც არ არსებობს ამისთანა გეგმა. ციხიდან ან უნდა გამოგიშვან, ან უნდა გატეხო ციხე, ან უნდა გამოგასვენონ – სხვა ვარიანტი ხომ არ არსებობს? რომელი გეგმა შეიძლება არსებობდეს? რომ გამოაშვებინო, უნდა დაანახო ძალა და ეს ძალა რითი უნდა დაანახო? მეორე ტურით ზუგდიდში? არჩევნები უბანზე კი არ ყალბდება მართლა, არჩევნები ყალბდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეს ფულის გადახდაზე და ქვების სროლაზე საუბარიც სიმბოლურია, რომ თქვენ, ჟურნალისტებს და ხალხს დაგანახონ, რომ აი, მანიპულაცია ხდება და მერე რომ არ გაგიკვირდეთ ის 48 პროცენტი. მართლა გგონიათ, რომ 20 ლარი აიღო ადამიანმა და ამ 20 ლარის გამო შემოხაზა ბიძინა? ბიულეტინები ყალბდება მერე, იცვლება. ადამიანები ფიქრობენ, რომ აი, ამ ქვების სროლამ და 20 ლარმა გამოიწვია ის, რომ მიიღო ბიძინამ 48 პროცენტი. სიცრუეა, ადამიანი შედის მარტო და შემოხაზავს იმას, ვინც უნდა. ეს ყველამ იცის, ეს პუტინმაც იცის, ამიტომ ყალბდება არა საარჩევნო უბანზე, არამედ ცესკოში არჩევნების შედეგი. მერე ამ გადასწორებულ ბიულეტენებს რომ დაუდებ, გეტყვის, მოდი, გადათვალე, აგერაა, გადათვლი და ზუსტად ჯდება 48 პროცენტი – ესა გაყალბების თანამედროვე, 21 საუკუნის სქემა. რა ჭიდაობაც იყო პირველ ტურში საარჩევნო უბნებზე, ეს აღარ იქნება 30 ოქტომბერს, რამდენიმე ქალაქშია სულ მეორე ტური, ის რამდენიმე ქალაქი, სულ რომ აჩუქოს ივანიშვილმა, მათ შორის, თბილისიც, მის სკამს ერთი ფეხიც არ შეერყევა. ქალაქის მერობა საქართველოში არაფერს წარმოადგენს, შეგიძლია, ვიღაცას ააშენებინო კორპუსი და ამით იშოვო ფული, ან ქალაქის ენერგომომარაგებით იშოვო ფული, სხვა არაფერი – ქალაქს გადასახადის აკრების შეცვლაც არ შეუძლია. ქალაქის მერი ქალაქის მოურავია მხოლოდ და ამას პოლიტიკური ქულები მიაწერო, სისულელეა. ყველა ქალაქის მერმა რომ განაცხადოს, გამოუშვით სააკაშვილიო, როგორ უნდა გამოუშვან, თუ არ უნდა ივანიშვილს და ხელისუფლებას? რა მნიშვნელობა აქვს ვადამდელ არჩევნებს 30 რიცხვის მერე მოითხოვ, თუ 30 -მდე? რატომ უნდა იშიმშილოს იმ კაცმა? იქნებ თრომბოზი, ტვინში სისხლჩაქცევა, ფლტვის ემბოლია, თირკმლების მწვავე უკმარისობა განუვითარდეს და მთელი ცხოვრება ჰემოდიალეზი დასჭირდეს – რატომ უნდა გააკეთო ეს? მუხტი ხომ არ გაიზრდება? მუხტი იყო 2 ოქტომბერს, 2 ოქტომბრის მერე ეს მუხტი ყოველ დღე მცირდება. ასეა ცხოვრებაში. არ ხდება ღილაკზე თითის დაჭერით გაბრაზება, ასე „გაბრაზება“ შეუძლიათ მსახიობებს – მილიონამდე ამომრჩეველი ჰავდა ოოზიციას და არ არიან ესენი მსახიობები. ეს მუხტი ქრება და გაქარწყლდება.
-თუმცა, „ენმ“-მა 14 ოქტომბერს გამოიყვანა ხალხი ქუჩაში…
-კი, გამოიყვანა ხალხი და სამ საათში უკან გაუშვა, ეს იყო სამარცხვინო ფაქტი, მრცხვენია, იმ ადამიანების მრცხვენია, ვისაც ვთხოვე და მივიდა… მეუბნებოდნენ, ამას არ იკადრებსო… კიდევ ერთხელ ხომ არ იკადრებსო? ერთხელ იკადრა და გაუშვა ხალხი სახლში, არ იკადრებს კი არა, უკადრებელი იკადრა.
-არ იცოდნენ ამ ადამიანებმა, რომ სამ საათში უნდა დაშლილიყვნენ? ჩემთვის, გასაგებია, რომ პროტესტი გლოვის დროსაც შეიძლება, ბრძოლაც, მაგრამ რამდენიმე დღე იყო გასული ბათუმის ტრაგედიიდან და რა ეკონცერტებოდათ, მე ვერ გავიგე. გამარჯვებულები ვართ უკვე და ზეიმია ესაო და სად გაიმარჯვეს?
-არავინ არ იცოდა, ვინ იცოდა? ხალხს ჰქონდა მომარაგებული წყალი, საკვები და კარვები. მივიდნენ იქ ღამის გასათევად. უნდა აგრძნობინო ადამიანს რომ გამარჯვებულია და მერე ის უკვე დამარცხებულად არ გრძნობს თავს. ჩვენ გავიმარჯვეთ, 800 ათასი ხმა მივიღეთო და სად არის მერე ის ხმა, რაში გადგება? იმ 800 ათასი ხმის მობილიზება არ გინდა. რაც შეეხება ბათუმში კორპუსის ნგრევას – საოცარი რაღაცა მოხდა, სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში და იმ დღესვე ტიპმა გადაწყვიტა, 26 მაისს ქუჩაზე (სახელდობრივი ქუჩაა) რაღაცის გაკეთება. აზერბაიჯანელია, ჩამოსულია საქართველოში, უცხოა მაინც ეს ქალაქი მისთვის და ეცდება კანონები არ დაარღვიოს, ხო? ასე სასწრაფოდ, ჩქარა-ჩქარა დაიწყო სამუშაოები… ჯერ საბუთი კი არ შეიტანა, 2 დღეში მოელაპარაკა მუშას, დაიწყო და 2 დღეშივე ჩამოანგრიეს ყველაფერი – მე არ ვიცი, ასეთი დამთხვევები… მეორე დამთხვევაა ციხეში ხანძარი აქციის დღეს, 14 ოქტომბერს. ბათუმში ვიყავი და ვიკითხე, რა ხდება ქალაქში – გამეფებულია კორუფცია. ამ კორუფციას ჰყავს „კრიშები“. მიშენება, დაშენება, გარემონტება რომ გინდა, ჯერ კაცი უნდა მოძებნო, მერე საბუთი უნდა შეიტანო და იმ საბუთზე რომ დაგირტყამენ ბეჭედს, მერე აკეთე რაც გინდა – ეს სქემა აქვთ – ე.წ. კანონიერების ელფერი, აი, ეს „კანონიერების ელფერი“ დაარღვია უცხო კაცმა? წარმოუდგენელია ეს ჩემთვის. რაც შეეხება საზღვარს და აჟიოტაჟს საიდან შემოვიდა სააკაშვილი – ერთ ექსპერიმენტს შემოგთავაზებთ, ჩადით ბათუმში, გადაკვეთეთ თურქეთ-საქართველოს საზღვარი და დააკვირდით – შემოდის ათეულობით ტრაილერი დღეში. თურქი მესაზღვრე რომ შეამოწმებს ტრაილერს, ქართველი მესაზღვრე ხელს უწევს, ესალმება და უშვებს, მორჩა, არ ამოწმებს, დღეს, რომ მოინდომოს თურქმა, რომ გაუწყდეს შუბლის ძარღვი, შემოიყვანს ათასობით ლტლოვილს, შემოიტანს ნებისმიერ ნივთიერებას. თურქი აკონტროლებს მაგრად, საბუთებსაც ნახულობს, ტვირთსაც, საქართველოს მხარე, გამოგხედავს ერთს და გიშვებს. ფოთში საერთოდ საოცრებას ნახავთ, შემოდიან მანქანები კონტეინერებით, ჩამოდის გემიდან, იქ იმენი ხალხი ირევა, არ გამოწმებს არავინ – თუ იკადრა რუმინეთმა, ისიც, რასაც უნდა იმას შემოიტანს და ვისაც უნდა იმას შემოიყვანს. ამითი რისი თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს საზღვარი! საქართველოს საზღვარს იცავს თურქი, შავი ზღვის მხარეს რუმინელი და ა. შ. ქართველი მესაზღვრე არ იცავს საქართველოს საზღვარს არსად, აეროპორტის გარდა.
-ოპოზიცია გვეუბნება, რომ 14 ოქტომბერს გამოსული ადამიანების ძალის შეეშინდა ხელისუფლებას და ამით, მორალური უპირატესობა მოიპოვეს.
-რა იყო შესაშინებელი? როგორც კი უთხრა ნიკა მელიას, დაშალეო, დაშალა და რა არის შესაშინებელი? შესაშინებელი იქნებოდა, იმის მიუხედავად, რომ უბრძანეს ნიკა მელიას, დაშალე 3 საათში მიტინგიო, ეთქვა მაინც ხალხისთვის, ჩვენ აქ ბოლომდე ვიქნებით, რა მეორე ტურში ბრძოლა, ბრძოლა აქედანაც შეიძლებაო – აი, მაშინ შეეშინდებოდათ. ადამიანის, რომელსაც სახლში ეჩქარება ჩაის დასალევად, როგორ შეეშინდება ვინმეს.
-მარტო მელია ხომ არ არის „ენმ“-ში? არიან ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის თანამებრძოლები არიან 2003 წლიდან მოყოლებული, ისინიც ჩუმად არიან…
-კი, როგორც ზემოთ ვთქვი, ისინიც, ალბათ, ელოდებიან ამ „გეგმას“, ზოგი, იქნებ, კიდეც ხვდება, მაგრამ იმას ხომ არ იტყვის, ამის ბიზნესი ვიცი, იმის ბიზნესიც ვიცი და ამიტომ იკავებენ თავსო? ეს ხომ საქართველოა, აქ ამას აღიქვამენ ჩაშვებად. კლინიკა, რომლისგანაც რამდენიმე ოჯახი საზრდობს და იკვებება, არ შემოწმებულა ერთხელაც მთელი ბიძინისტანის განმავლობაში – მუშაობს და აკეთებს ფულს. ასე კი არ არის, რომ მოვიდა, მოგისყიდა, მოგცა 10-20 ათასი და ხარ მის ჯიბეში, არ არის ეგრე, შენ რომ იცი, რომ ფულის შოვნის ონკანი დღესვე შეიძლება დაგიხურონ და არ გიხურავენ, ეს არის უკვე გაყიდვა და კომფორმიზმი. შენ იცი რაც უნდა ბიძინას, ახლა ბიძინას უნდა დემოკრატიის ელფერის შექმნა – უნდა დაანახოს უცხოეთს, რო ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა. ოპოზიციამ უნდა აგინოს, მაგრამ ისე უნდა აგინოს, რო ბიძინას საქმე არ გაფუჭდეს.
კომენტარები