გოგა კახნიაშვილი:
“დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ჩემი გულისტკივილი!
2012 წელს გამომაგდეს სამსახურიდან ყოვლგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და დამტოვეს სამაჩაბლოდან დევნილი მეუღლით და სამი შვილით ღმერთის ანაბრად.
2 წელი ვის არ ვთხოვე მივეღე სამსახურში მაგრამ ამაოდ! 2014 წელს წამოვედი უკრაინაში ქვეყანაში სადაც ვიფიქრე მომეცემოდა საშუალება ჩემი ქვეყნის დაცვის!ამ ხალხმა შემიფარა! პრეზიდენტი ზელენსკის ბრძანებით გავხდი უკრაინის მოქალაქე.
საქართველოს მთავრობამ კი უარი მითხრა შეჩერებული მოქალაქეობის აღდგენაზე მიზეზი? მიზეზი ამჯერადაც უცნობია! ეს არაოფიციალურად ოფიციალურად საშიში ვყოფილვარ ჩემი ქვეყნისთვის!
სირცხვილი იმ სახელმწიფოს ვისაც ერთი კაცის ეშინია.ეგ არაფერი მე ვიქნები სტუმარი ჩემს სამშობლოში ჩემს ოჯახში მაგრამ თქვენ რა გეშველებათ?!
ყველაფერი დროებითია მალე ჩამოგემხობათ ზიზღზე და ბოროტებაზე აგებული ვითომდა “სამართალი,,!!!
მაინტერისებს საქართველოს სიყვარული დასჯადია?”
კომენტარები