თბილისში, „გამოფენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კვეთაზე ხანძარია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
ადგილზე სამშენებლო მასალის სასაწყობე ფართი იწვის. ცეცხლი საღებავებს უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.
ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.
ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
კომენტარები