დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,გამოფხიზლდით ქართველებო, არ გაუშვათ ხელიდან ისტორიული შანსი. შეიძლება მეორე ასეთი შესაძლებლობა საქართველოსთვის აღარასოდეს იყოს. ევროპა არის ქრისტიანული ღირებულებები, რუსეთი არის ბოლშევიკური შხამი და სიკვდილი; ევროპა არის პროგრესი და ხარისხიანი განათლება, რუსეთი არის ჩამორჩენილობა და უძრაობა; ევროპა არის კეთილდღეობა უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის, რუსეთი არის სიმდიდრე მხოლოდ ბანდიტური კლანებისთვის და სიღარიბე და გაჭირვება უმრავლესობისთვის; ევროპა არის კანონის უზენაესობა, რუსეთი არის ერთი კაცის ნება და გიჟური ხუშტურები; ევროპა არის ტოლერანტობა და დაცვა ყველა უმცირესობისთვის, რუსეთი არის ძალადობა და განადგურება ოპოზიციური და განსხვავებული აზრისთვის; ევროპა მოგვიტანს განვითარებას, ყოველდღიურ კეთლდღეობას, მრავალ სიახლეს, კარგ სკოლებს, უზარმაზარ პროგრესს ყველა სფეროში, უდიდეს ფინანსურ მხარდაჭერას, კარგ გზებს, გამართულ ინფრასტრუქტურას, ხარისხიან პროდუქტს, უმაღლეს სამედიცინო მომსახურებას, მოწინვე ტექნოლოგიებს, ხელფასების და პენსიების აუცილებელ სტანდარტს, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა მრავალ სიკეთეს. ამ ყველაფერს გაგვიზიარებს ევროპა და თავად დაგვეხმარება მათ დანერგვაში. რუსეთი არაფერს მოგვცემს და დაგვამსგავსებს ოკუპირებულ და განუვითარებელ აფხაზეთს, განადგურებულ მარიუპოლს, დანგრეულ სირიას და ჩამორჩენილ, ჭუჭყიან რუსულ გუბერნიებს. რა გინდათ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის? ყველაფერი ხომ აშკარაა და ძალიან ნათელია დასანახად. არ გავუშვათ ხელიდან ისტორიული შანსი. ჩვენი მომავალი უნდა იყოს ევროპაში.
#ევროპაშიასეხდება”
კომენტარები