“ენმ”–ის წევრი, ანა წითლიძე, აქვეყნებს ყოფილ გენ.პროკურორთან, ადეიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს და წერს:
“ამასწინათ ტვ იმედმა მკითხა ადეიშვილს თუ იცნობთო
ფრიად საინტერესო კითხვა იყო და რისი გარკვევა უნდოდათ არ ვიცი მაგრამ მგონი მესამედ ვნახე ახლა ამ ათი წლის განმავლობაში რაც მე ვარ პარტიაში.
გამორჩეული ადამიანია, ბევრი საუბარი არ უყვარს, დღეში ორ სიტყვას ამბობს ალბათ, მე წამში 40-ს.
ახლა უკრაინას ეხმარება ჰააგის სასამართლოში. მთავარი სასაუბრო თემა მაინც საქართველო და მიშას თავისუფლება არის. წარმოუდგენელია მისი პოტენციალის არ გამოყენება.
მანამდე დონბასში გავაცილეთ ქართველი მეომრების ნაწილი.
მთელი ღამე სირენების ხმა იყო კიევში, გაბმული, გულისგანმგმირავი. ყველა ბაზა მზადყოფნაშია, დილიდან ზოგი სად გადაიყვანეს ზოგი სად
უკრაინა გაიმარჯვებს და საქართველოც გაიმარჯვებს”
კომენტარები