გამოსახლება ძალის გამოყენებით – მას შემდეგ, რაც მევახშემ ტელევიზიით გამოსახლების კადრები ნახა, მედიის ცნობით, გიგაურების ოჯახის უფროსს დაურეკა და გარკვეული შეთავაზება გაუკეთა, თუმცა რა შეთავაზებაზეა საუბარი, ეს ჯერჯერობით უცნობია.
გამოსახლების პროცესი კი არდაზიანზე ისევ გრძელდება. დაზიანება აქვს მიღებული ოჯახის წვერებს, რომელთა შორის ერთი ქალია.
“მეცა, გიჟივით გამომათრია, მიმანარცხა კარადას, მერე ვიღაც მოვიდა და გაწია, ხელი საშინლად მტკივა”, – ამბობს დაზარალებული ქალი.
რაც შეეხება ოჯახის უფროსს, კაცი ამბობს, რომ გამოსახლებისას შვილი დაუჭირეს.
“შვილი დამიჭირეს და ახლობლები, 6 ადამიანია დაჭერილი, იძალადეს. კანონში წერია, რომ არ შეიძლება ხელით შეხება, მირტყეს, შემდგნენ ზედ”. – ამბობს გიგაურების ოჯახის უფროსი.
“დაფიქსირებულია ყველა კადრი, რომელიც წავა აუცილებლად სტრასბურგში. არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება” – ამბობს ადვოკატი.
ომის ვეტერანი, მისი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები საკუთარი სახლიდან დღეს პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოასახლა. კარი უროთი ჩაამტვრიეს, იყო ფიზიკური ძალადობა.
როგორც ირკვევა, მევახშისგაან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, ამბობს, რომ აპირებდა თანხის დაბრუნებსაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები