პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„უკვე წელიწადზე მეტია, „რუსული ოცნება“ ქვეყანას გაურკვევლობაში აცხოვრებს: ქართველი ხალხი ვიძინებთ და ვიღვიძებთ ერთი კითხვით – მოგვანიჭებენ თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, შევალთ თუ არა ოდესმე ნატო-ში და ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას სრული უსაფრთხოება.
კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, გარანტირებულ წევრობას არ ნიშნავს – ეს ნიშნავს, რომ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობის გზაზე და სახელისუფლო განშტოებებს შორის დემოკრატიული ბალანსია, რაც წარმოადგენს ზოგადად დემოკრატიის იდეას და გარანტიას.
ამ პირობებში, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ვიდრე ეს სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილის ექნება მიტაცებული, ანუ სრულყოფილი დემოკრატია არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით! ამ სტრუქტურებში გაწევრიანების მთავარი პირობა სწორედ დემოკრატიაა – ნატო-სა და ევროკავშირში მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნების ადგილია. მეორეს მხრივ, ვერც რუსეთში შეგვათრევენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ევროკავშირი და ნატო სურს!
გამოსავალი მრავალია, მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ერთია – არჩევნების გზით, პოლიტიკურად უნდა „ჩავრეცხოთ“ აგენტებით გამოტენილი „რუსული ოცნება!”
კომენტარები