ფოტო – ARIS.GE
გამოცემა Aris.ge ინფორმაციით, თსუ-ში გამოცდის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოვარდა და ამის თაობაზე ინფორმაციას თავად სტუდენტი აქვეყნებს სტუდენტების ჯგუფში და საგამოცდო სექტორის ფოტოს აქვეყნებს.
მედიის ცნობით, სტუდენტი წერს:
„დღეს, გამოცდის დროს, 30-33 სექტორში (თსუ საგამოცდო ცენტრი, მაღლივი.) ჩამოვარდა სახურავი და სტუდენტებს დაეცათ თავზე. ჩამოვარდნამდე 1 საათით ადრე, ხმა ჰქონდა სახურავი რომ ჩამოიწია. ბავშვებმა დამკვირვებლებს უთხრეს, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია.
კარგად რომ გაარემონტეს იმის შედეგია ალბათ.
პ. ს ის ბავშვები როგორ ხართ თავზე რომ დაგეცათ?”
უნივერსიტეტი კი იგივე გამოცემასთან აცხადებს, რომ არც ერთი სტუდენტი არ დაშავებულა და მეტიც, ამბობს, რომ იგივე სივრცეში გააგრძელა გამოცდა, რადგან, როგორ ამბობენ, თურმე უკვე შეამოწმეს და საფრთხე აღარ არსებობს. კარგია, თუ არსებობს ქვეყანაში სპეციალისტები, რომლებიც ასე სწრაფად ატარებენ ექსპერტიზებს და ექსპერტიზის შედეგსაც მყისიერად წერენ, რა გითხრათ. უნივერსიტეტი ირწმუნება, რომ ჭერის კონსტრუქციის წონადობაც განისაზღვრა უკვე და დაამტკიცეს, რომ მსუბუქი კონსტრუქცია ჩამოიშალა მხოლოდ და ისიც ქარის გამო. აუდიტორიაში ჩამოიშალა ჭერის შიდა ნაწილი ქარის გამო. ქარი ისევ არის თბილისში, თუმცა, თურმე, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ამ ქარს სანახევროდჩამონგრეული ჭერი გაუძლებს და უსაფრთხოა იმ სივრცეში გამოცდის გაგრძელება.
„ეს არის საგამოცდო სივრცე ბიბლიოთეკის შენობაში. საერთოდ არავინ არ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, ე.წ. შეკიდული ჭერის მსუბუქი პლასტიკატის კონსტრუქცია ჩამოიწია და როგორც კი ნახეს, რომ ჩამოიწია, გამოიყვანეს ბავშვები. არავის არ დაცემია თავზე. ამის შემდეგ ჩვენმა სპეციალისტებმა შეამოწმეს ჭერის კონსტრუქცია და როგორც კი განისაზღვრა, რომ უკვე არანაირი საფრთხე არ არსებობდა, ბავშვებმა კვლავ განაგრძეს წერა“, – აცხადებს გამოცემასთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კომენტარები