კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:
„თუ ჩვენ მართლა ვართ ქართული ნაცია, თუ მართლა ჩამოვყალიბდით როგორც ნაცია და ჩვენ გვაქვს სერიოზული სამოქალაქო საზოგადოება – არა სეგმენტი, არა სამოქალაქო ზონა, არა სამოქალაქო ორგანიზაციები – არამედ ვართ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიული ინსტიტუტების პრინციპებზე, ახლა არის მშვენიერი დრო, გამოვავლინოთ ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში. მაგალითად, მე პირადად, მზად ვარ არ გავიარო რეგისტრაცია, არ გადავიხადო გადასახადები და პირდაპირ წავიდე ციხეში. თუ იქნება სია წინასწარ ცნობილი, ვინ ვართ მზად, წავიდეთ ციხეში, ეს სერიოზული სამოქალაქო აქტიურობა იქნება დაუმორჩილებლობისა.“
კომენტარები