ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი:
“მე რომ ვყოფილვიყავი საკითხის გადამწყვეტი,დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მივიღებდი გადაწყვეტილებას შემდეგნაირად;
ოკუპანტი რუსეთსა და უკრაინის დაპირისპირების დღიდან გამოვაცხადებდი საგანგებო ვითარებას და გადავიყვანდი ქვეყანას საომარი მოქმედებების მოლოდინის რეჟიმში!
ყველა ბიზნესს ყველა სტრუქტურას და ყველას და ყველაფერს დაუქვემდებარებდი გენერალურ შტაბს, გავასამხედროებდი ყველაფერს ქვეყანაში რათა მომზადებული დავხვედროდით ოკუპანტს მორიგი შემოჭრის შემთხვევაში!
თითოეულ თეთრს გაუშვებდი ბიუჯეტში მობილიზებას გაუკეთებდი საქართველოს ყველა მოქალაქეს მათშორის ემიგრანტებს, გავაძლიერებდი დაზვერვას და განსაკუთრებით კონტრდაზვერვას, დავამყარბდი სამხედრო დისციპლინას ქვეყანაში სანამ არ მოვძლიერდებოდით და აი მერე მოვითხოვდი ნეიტრალიტეტსაც ოკუპირებულ ტერიტორიების და დაკარგული ძმების აბხაზებისა და ოსების სამშობლოსთან დაბრუნებას! ვფიქრობ ეფექტიც და წარმატებაც გარდაუალი იქნებოდა, მაგრამ სად არი! საგანგებო ვითარება გამოასწორებდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას, მედია საშუალებებიც პატარა სიმართლის გზასაც დაუბრუნდებოდნენ!”
კომენტარები