“მითების დეტექტორმა” ასამდე ფეისბუქ გვერდის ანგარიში შეისწავლა, რომლებიც ღიად ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან.
მედიამკვლევარები ამბობენ, რომ სახელისფლებო მედიები და ექსპერტები დასავლეთს ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ომში ჩართვაში ადანაშაულებენ და ეს ყველაფერი მას შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც ევროპარლამენტმა ა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.
გამოვლინდა ასევე ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და ანონიმური ფეისბუქ გვერდები, რომლებიც მედიებად პოზიციონირებენ, ევროპარლამენტარებს წარსულს უხსენებენ და მათი დისკრედიტაციის კამპანიას ეწევიან:
ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და პრო-სახელისუფლებო 12 ფეისბუკ გვერდი, რომელიც ევროპარლამენტარების როლის დაკნინებას და მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე ხაზგასმას ცდილობდა.
12 ფეისბუკ გვერდიდან ხუთს (საინფორმაციო ბლოგი, GeoPress, პოლიტიკური სატირა/Political Satire, newsagency.ge, ქართული ოცნება ჩემი არჩევანია) პოსტები დასპონსორებული ჰქონდა.
“მითების დეტექტორის” მონიტორინგის პროცესში შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა:
რეზოლუციაში ვიწრო პარტიული ინტერესებია გათვალისწინებული, ევროპარლამენტარები “ნაციონალურ მოძრაობას” ლობირებენ;
რეზოლუცია პროფესიონალურად არაა შედგენილი და შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის;
ევროპარლამენტარების რეზოლუცია არის შეტევა საქართველოზე და ქვეყნას რეპუტაციულ ზიანს აყენებს.
აქტორები:
“ქართული ოცნების” წევრები: ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე;
პრო-სახელისუფლებო მედიები: ტელეკომპანია იმედი, POSTV ანალიტიკა;
სახელისუფლებო ექსპერტები: დავით ქართველიშვილი, ანდრია გვიდიანი, ზაალ ანჯაფარიძე, გია აბაშიძე, გიგლა ბარამიძე, თამთა მეგრელიშვილი;
ოპოზიციის მადისკრედიტებელი და პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები: სიმართლის დროა, მიხეილ უკრაინოლოგი, პოლიტიკური სატირა/ Political Satire, ტერენტი გლდანელი, რეალობა; 2012-იანელები, არ აგარევინებთ, That’s Batumi/ეს ბათუმია/Это Батуми, ქართული ოცნება ჩემი არჩევანია;
ფეისბუკ გვერდები, რომლებიც საინფორმაციო სააგენტოებად პოზიციონირებენ: GeoPress, სიახლეების ბლოგი • Blog News, Newsagency.ge
კომენტარები