სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის განლაგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მისაღწევად აუცილებელია თანმიმდევრული მუშაობა.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
“გასაგებია, რომ ლაჩინის დერეფნის დახურვასა და ჰუმანიტარულ კრიზისს მთიან ყარაბაღში ყველა ჩვენგანი ძალიან ემოციურად ვუმკლავდებით. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ამ სიტუაციის გარშემო თავშეკავების აუცილებლობა და ისეთი ლექსიკის გამორიცხვა ან ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება სამშვიდობო დღის წესრიგს. ჩვენ ვაგრძელებთ თანმიმდევრულობას სამშვიდობო დღის წესრიგისთვის და ვერავითარმა პროვოკაციამ ვერ უნდა შეძლოს ჩვენი გადახვევა ამ დღის წესრიგიდან.
ცხადია, რომ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი საპირისპიროს ამტკიცებენ. ვფიქრობ, ამ წინააღმდეგობის დე იურე მოგვარების საუკეთესო გზა არის საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში და ჩვენ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით,” – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ზოგადად რეგიონში არსებულ ყველა პრობლემას მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივა არ აქვს და სომხური მხარე ამ ლოგიკით იხელმძღვანელებს, ყველა სირთულისა და გაჭირვების გაგებით.
კომენტარები