საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, საფრანგეთის AFG-ს გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი;
რადგან სავარაუდო, საშინელ დიაგნოზს გადავურჩი, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ სამწუხაროდ არ ვყოფილვარ ისეთი ძლიერი, უძლურს სხვისი დახმარება და გამხნევება რომ შეუძლია…სამაგიეროდ გამოვცადე ის ჯოჯოხეთური განსაცდელი რის დაძლევაშიც უამრავ ადამიანს ვეხმარები…დასკვნითი დიაგნოზის მოლოდინში ღმერთს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვდი, თუ კიდევ შემეძლო, თუნდაც ერთი ადამიანის გადარჩენა, მოეცა დრო ჩემთვის…შემრცხვა ამის თხოვნა… რაღაცნაირად უსინდისოდ წავევაჭრე თითქოს, მაგრამ ხომ აღვნიშნე – სუსტი აღმოვჩნდი მეთქი.მთელი თვის განმავლობაში ჩემს დიაგნოზს ჩემი შვილის, სალომეს თვალებში ვეძებდი, რომელსაც გამოკვლევებზე დავყავდი. ვხედავდი მხოლოდ ექიმების პირის მოძრაობას და საერთოდ ვერაფერს ვიგებდი. მხოლოდ და მხოლოდ რეაქციებს ვაკვირდებოდი…ომიც გამახსენდა და სხვა უამრავი საფრთხეც, რა დროსაც ყველაზე ახლოს ვიდექი სიკვდილთან, მაგრამ მხდალ სულას პირველად ვხედავდი.რამდენიმე ონკო-პაციენტთან გავბედე დარეკვა. მოვიკითხე, ბოდიში მოვუხადე უპასუხო ზარებზე და ჰოი სასწაული! ყველა ისეთი პოზიტიური განწყობით დამხვდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მაგარი ჩასვრილი ვიყავი, თქვენ წარმოიდგინეთ და გავბრაზდი.მოკლედ, ჩემო საყვარლებო გეტყვით, რომ ჩვენ კი არ ვართ გმირები ვინც თქვენს დახმარებას ვცდილობთ, გმირები ხართ თქვენ და ამ განსაცდელმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში.მიყვარხართ ძალიან.
კომენტარები