აი, ეგ სამი უნდა დასვა 200-ლარიან დახმარებაზე და ვნახავთ როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ – ამბობს “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას.
უნდა დასვა 200-ლარიან დახმარებაზე, აი, ესენი, გამყრელიძე, ცერცვაძე და რა გვარია, იმნაძე ხო, მე მგონი. აი, ეგ სამი უნდა დასვა 200-ლარიან დახმარებაზე და ვნახავთ როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ. უნდა უთხრა, რომ იჯექი სახლში, არ გამოხვიდე, ნახე და მომეცი რეკომენდაციები. ისინი თვითონ კი არ ადგანან პაციენტებს თავზე, რეკომენდაციებს იძლევიან” განაცხადა ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძე ქვეყნის სრულად გახსნას ითხოვს და ამ მოთხოვნით 24 იანვარს მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს.
კომენტარები