სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“პაატა იმნაძის განცხადების შემდეგ (“იძულებული ვიყავი, ხალხი დამეზაფრა, ბოდიშს ვიხდი” ) მაქვს განცდა, რომ გამყრელიძეც გვატყუებს! ყველაფერი ისე რთულად არ არის, როგორც გვეუბნებიან! რამოდენიმე დღის წინ დავწერე ამ ორ ავანტიურისტს მთავრობა და შესაბამისად მოსახლეობაც ჰყავს ტყვეთ აყვანილითქო! თურმე მართალი ვყოფილვარ! აგერ უკვე თითქმის თვეა ვწერ რომ ეს “ვირუსი” ისეთი ფატალურიც არაა როგორც გვეუბნებიან (ეს შეუიარეღებელი თვალითაც ჩანს) და ამ სახლებში გამოკეტვის უკან იკვეთება ვიწრო ბიზნეს თუ პოლიტიკური ინტერესები!
– მე ვიმედოვნებ, რომ მთავრობა ამ ორ მატყუარას და ავანტიურისტს აღარ დაუჯერებს, არც მათ რჩევა-რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და სათანადოდ მოსთხოვს პასუხს თავიანთ ფობიებზე!!! და როგორც მინიმუმ გამოგვიყვანს ამ გაუგებრობიდან რაც შეიძლება მალე!”
კომენტარები