ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძის და თენგიზ ცერცვაძის გადადგომის მოტხოვნით მანიფესტი შეიქმნა. ამ დროის მონაცემებით, მანიფესტს ხელს 1749 ადამიანი აწერს.
მანიფესტის შინაარსი ასეთია:
თანამდებობიდან გადადგეს ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე.
აღნიშნული პირების არასწორი, აგრესიული და არაკვალიფიციური ქმედებების გამო, საქართველოს საავადმყოფოებში პერმანენტულად ხდება პაციენტების გარდაცვალება, გარდაცვლილთა რიცხვი აღწევს 10 000 (ათი ათასს), რაც არის არა მხოლოდ კორონა ვირუსის ბრალი, არამედ ავადმყოფის და ავადმყოფობის არასწორი მართვის შედეგი.
უამრავი ფაქტი აქვს, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, ე.წ ბოქსირებულ პალატებში, რეანიმაციებში და როგორ ხდება პაციენტების არასწორი ინტუბაცია, რაც საბოლოოდ მათი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება.
უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წარვუდგენ ყველა ფაქტს.
ასევე ეს პირები ყოველდღიურად გამოდიან ტელევიზიით და აანონსებენ ადამიანების სიკვდილს, ლანძღავენ მოსახლეობას ირიბად, რაც ნორმალურ ქვეყანაში და სახელმწიფოში დაუშვებელია. სტანდარტი რომლითაც ესენი საქართველოს მოსახლეობას ესაუბრებიან არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განვითარების სტანდარტს
შესაბამისად მოვითხოვთ ამ პირებმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები და მათ ადგილზე დაინიშნონ ნორმალური თანამედროვე განვითარების და უნარების მქონე ადამიანები.
პატივისცემით, მედეა ადამია
ააიპ “ნაირა რუხაიას სახელობის ორგანიზაცაი პაციენტის უფლებებისთვის” ორგანიზაციის თავმჯდომარე.
კომენტარებში, რამდენიმე ადამიანი კითხულობს, რატომ ვერ “მოხვდა” ამ სიაში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.
კომენტარები