ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ პარლამენტთან ე.წ. ძალოვანი სტრუქტურებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება მოახდინა. ადგილობრივი წყაროები იტყობინებიან, რომ 20 ე.წ. დეპუტატი გაუჩინარებულია.
აფხაზური ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და მას ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში სესია, რომელზეც ინვესტიციების შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო. ე.წ პარლამენტის წევრებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს.
ე.წ პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის ხალხმრავლობაა, საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ მოხდეს სესიის გადადება და დეპუტატებმა კანონის წინააღმდეგ მისცენ ხმა.
კომენტარები