ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“პირველი და ერთადერთი პრეზიდენტის წოდების ღირსი – ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ეროვნული მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო მასონების მიზანმიმართული, ძირგამომთხრელი მუშაობა საქართველოს წინააღმდეგ.
მათ ამერიკიდან საცნობარო ომით დაიწყეს, რითაც მოამზადეს ნიადაგი სახელმწიფო გადატრიალებისათვის, შემდგომ ფულით მოამარაგეს ყველა ის მოღალატე დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც საჭურვილით ხელში იბრძოდა ქართველი ერის სახელმწიფოს განადგურებაში.
მასონებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლითაც დაამხეს საქართველოს ეროვნული ხელისუფლება. მსოფლიო მმართველებმა, ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უფროსი) პირით რუსეთის საბჭოთა იმპერიაში შემავალ ქვეყნებს მოსთხოვეს განახლებულ რუსეთის იმპერიაში (“დსთ”) შესვლა, რაზეც საქართველომ უარი განაცხადა. აღნიშნული პირდაპირ ნიშნავდა მსოფლიო ბატონთა ნების წინააღმდეგ წასვლას. საქართველოს ურჩობაზე, მსოფლიო მმართველთა მუქარანარევმა განცხადებამაც არ დააყოვნა, ზვიადის მიერ რუსეთში ხელოვნურად დადგმულ სახელმწიფო გადატრიალების მხილებას, შემდგომ მოჰყვა ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის 1991 წლის 21 აგვისტოს განცხადება. კერძოდ, საქართველოს თავისუფლებისაკენ სწრაფვას დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უწოდა-
“ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს”
ზვიადმა უპასუხა:”დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!”
ის ჩემი ფავორიტია
ზვიადი ასევე ამბობდა: “ქართველი ერის გზა – ქრისტეს გზაა.ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა!”
კომენტარები