გამომცემლობა ,,არტანუჯის” დამფუძნებელი, ბუბა კუდავა ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,აქ ცხოვრობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი.
ემიგრაციაში წასვლის წინ სახლ-კარი მოურავისთვის უჩუქებია.
შემდგომში მეორე სართული დაუდგამთ.
გარეგნულად იერი დაკარგული აქვს, თუმცა ქაქუცას სახლის კედლები ისევ აქაა. კრამიტიც შევინარჩუნეთო.
განა ერთ მუზეუმს არ იმსახურებს?
100 წელი გავიდა. ჩვენ კიდევ, აი, აქ ვართ და ასე ვართ, გულზე მჯიღის რტყმაში.
კახეთი, მატანი, ქაქუცას ნაფუძარი.“
კომენტარები