სოციალური ქსელის მომხმარებელი, ირმა ციცქიშვილი წერს, რომ თბილისში ტაქსისტი უკრაინელ ლტოლვილებს არარეალური თანხა გადაახდევინა.
“ჩემმა მეგობრებმა, ასოციაცია GERA – დან, უკრაინიდან , მარიუპოლის დაბომბვებს გადარჩენილი და ომის ჯოჯოხეთიდანოჯახი შეიფარა და ყველანაირად ეხმარება !
წარმოუდგენელ ისტორიებს ყვებიან ეს ადამიანები !
ის რაც , მარიუპოლში გადაიტანეს , მართლა ყველანაირ კოშმარულ წარმოდგენას სცდება !
ნატანჯებმა და განადგურებულებმა ძლივს ჩამოაღწიეს საქართველოში ! ოთხი დღე ბეტონზე გვეძინაო , ქარში და ყინვაშიო …
თბილისში ჩამოსულები ტაქსით მივიდნენ ვერამდე …
წერეთლის გამზირიდან კოსტავამდე “ქართველმა” მძღოლმა უკრაინელ ლტოლვილებს 20 ლარი გამოართვა!
მორჩა ამბავი … no comment!”…
კომენტარები