განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, როგორც იქნა, 3 დღის შემდეგ განცხადება გააკეთა 24-ე სკოლის დირექტორის მოადგილის წერილზე, რომელიც სკოლის დახურულ ჯგუფში გამოქვეყნდა, შემდეგ კი გასაჯაროვდა:
“რეაგირება მიმდინარეობს. მივმართეთ სკოლას, შესაბამისმა დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა და ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება”
24-ე სკოლის დირექტორის მოადგილის პოსტი, რომელიც მასწავლებლების სოციალურ ქსელის ჯგუფში დაიწერა, მედიასაშუალებებში გასაჯაროვდა.
დირექტორის მოადგილე ეკა ბროლაძე წერდა, რომ ორი პარალელური კლასისთვის ახალ ცხრილს გაკეთდებოდა და გაამსხვილებდა სკოლაში მოსიარულე მოსწავლეთა კლასებს და მეორე ცვლაში გადაიყვანდა: “დამთავრდება ამით, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე ისევ”.
კომენტარები