პოლიტიკოსი, თინა ხიდაშელი:
“დღეს 17 აგვისტოა და სკოლების გახსნამდე ორიოდე კვირა რჩება.
სრული უპასუხისმგებლობაა რომ დღემდე არაფერი ვიცით მშობლებმა როდის, როგორ გარემოში მოიწევთ ჩვენ შვილებს სწავლის გაგრძელება, ან საერთოდ გაიხსნება თუ არა სკოლები სექტემბერში.
განათლების მინისტრი საარჩევნო შეხვედრებისთვის იცლის, მაგრამ მისი მთავარი საქმისთვის არ სცალია – კომუნიკაცია დაიწყოს მშობლებთან.
– მასწავლებლების უდიდესი უმრავლესობა აუცრელია;
– ბავშვები აუცრელი;
– სკოლების უმრავლესობაში მინიმალური სამუშაოები არ ჩატარებულა რეალობასთან დასაახლოებლად;
– ეს გაურკვევლობა სწავლის დაწყების დროსა და ფორმასთან დაკავშირებით შეუძლებელს ხდის მშობლებისთვის უახლოესი ერთი თვის დაგეგმვას
იქნებ დაგვდოს პატივი ფა დაგველაპარაკოს განათლების მინისტრი.”
კომენტარები