განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროში, ახალი კორუფციული გეგმა მზადდება ბიუჯეტის სახრავად და მავანთა კეთილდღეობისათვის! კულტურის ფონდის შექმნის იდეა, რომელიც მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილს ეკუთვნის, პრემიერ გახარიას უკვე მაგიდაზე უდევს, თუმცა განხილვის პროცესმა სექტემბრამდე იმ მიზეზით გადაიწია, რომ პრემიერს ბევრი შეკითხვა გაუჩნდა როგორც 50 მილიონიანი ფონდის შექმნის მიზანშეწონილობაში, ასევე როგორც კულუარებში ამბობენ, თავად ხარატიშვილის პერსონისადმიც!
ლევან ხარატიშვილი მინისტრის მოადგილეობამდე მოკლე და ნეპოტისტური გზებით მივიდა და როგორც ამბობენ, ამას არც მალავს… იგი 2007-13 წლებში, პრესტიჟული, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დირექტორი გახლდათ და მისი სკოლის დირექტორობისას ბევრი იმჟამინდელი მაღალჩინოსნის შვილი სწავლობდა! მაგალითისთვის ვანო მერაბიშვილის და დიმიტრი შაშკინის შვილებიც საკმარისია, თუმცა ხარატიშვილის ხმაურიანი გათავისუფლება, როგორც ამბობენ, სწორედ ჩინოვნიკების მეუღლეებს უკავშირდება, რადგან ბატონი ლევანი სკოლის მოსწავლეებს და პედკოლექტივს ? აბულინგებდა, უხეში ჟესტებით უსწორდებოდა და როგორც ამბობენ, სკოლამ მისი გათავისუფლების შემდეგ შვებით ამოისუნთქაო!!!
განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილს ერთგვარ რუხ კარდინალად მოიხსენებენ და მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მოადგილე კულტურის სფეროში ბატონი ბადრი მაისურაძეა, ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად ჯერ მაისურაძის მოადგილე ხარატიშვილთან ათანხმებენ საკითხებს და შემდეგ თუ ბატონი ლევანი ინებებს, მხოლოდ ამის შემდეგ მიდიან მაისურაძემდე….
ყველაფერი, რომ ნათელი და გასაგები იყოს, დავიწყებ 2019 წლის დეკემბრის მოვლენებით, როცა საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმოამადგენლებმა, ვისაც საკუთარი ცხოვრებით და თავგანწირვით შეუქმნია ქართული კულტურის შედევრები და ვისზეც დგას დღეს ქართული კულტურა, წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რათა მისი წინამორბედის მიერ მიღებული გაუმართლებელი გადაწყვეტილება გამოესწორებინა – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებულიყო ძალიან მცირე, ფაქტიურად განახევრებული საშტატო რიცხოვნობით. წერილში მოყვანილი იყო მოსაზრებები, თუ რატომ იყო ამის განხორციელება აუცილებელი.
2020 წლის იანვარში პრემიერ მინისტრთან მოხდა რამდენიმე ღვაწლმოსილი ხელოვანის შეხვედრა და ფაქტიურად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მთავრობა განიხილავდა ამ საკითხს, მისი დადებითად გადაწყვეტის მიზნით. აღმოჩნდა, რომ კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება მხოლოდ მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი (მის პიროვნებაზე ქვემოთ ვისაუბრებთ), რომელიც წარმოადგენდა სამინისტროს საპარლამენტო მდივანსაც და რომელიც, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით უმტკიცებდა პარლამენტის წევრებს და პრემიერ-მინისტრსაც, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე სამინისტროდ გამოყოფა დაღუპავდა ქართულ კულტურას. ამ დროს მინისტრი მიხეილ ჩხენკელი რატომღაც დუმდა და საკუთარ მოსაზრებებს არ გამოთქვამდა.
ყველა საწინააღმდეგო აზრს აქვს თავისი მიზეზი. ყველაფერს მოეფინა ნათელი მაშინ, როდესაც 2020 წლის თებერვალში მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ძალიან გაააქტიურა მუშაობა სსიპ-შემოქმედებითი საქართველოს ბაზაზე 50 მილიონი ლარიანი ბიუჯეტით კულტურის ფონდის ჩამოყალიბების მიმართულებით.
ამ მიმართულებით მუშაობა ისე სწრაფად მიმდინარეობდა, რომ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, კულტურის ფონდი უკვე შეიქმნებოდა პრემიერ გიორგი გახარიას ხელით და ყველაფერი მას დაბრალდებოდა.
საგანგებო მდგომარეობის დროს, სახლში გამოკეტილი კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს საკუთარი აზრის დაფიქსირება და განაახლეს კულტურის სამინისტროს გამოყოფის საკითხი. მათ, არ ჩამორჩნენ კულტურის ფონდის შექმნის მსურველნი და საზოგადოებისათვის უცნობი ექსპერტების და მკვლევარების სახელით აფიქსირებდენ, რომ კულტურის ფონდის შექმნა აუცილებელია, რომ ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ასეთი ფონდები. ზოგიერთი, ვითომდა მკვლევარი, ამასაც არ დასჯერდა და გამოაცხადა, რომ ეს უნდა იყოს სამინისტროს ბიუროკრატიისგან ცალკე არსებული ფონდი 50 მილიონიანი ბიუჯეტით, და მისი ხარჯვა უნდა მოხდეს ამ ბიუროკრატიის გარეშე.
როგორც თავში აღვნიშნე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ფონდის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი გადაიდო 1-ლ სექტემბრამდე და წინასაარჩევნოდ პრემიერი გახარია უნდა დაფიქრდეს – ვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს ბიუჯეტის მრავალმილიონიანი თანხა!
აქვე მინდა თავად ლევან ხარატიშვილსაც მივმართო.
ბატონო ლევან! ნუთუ დაგავიწყდათ, ვის მიერ გადახდილი თანხებისგან შედგება საქართველოს ბიუჯეტი?
ვისი 50 მილიონი ლარის გადაქაჩვას აპირებთ რაღაც გაურკვეველ და ჯერ არ არსებულ კულტურის ფონდში, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ ექნება ამ ფულის დახარჯვაში? ახლა გინდათ, რომ წინააღმდეგობების და სახელმწიფო კონტროლის გარეშე შეირგოთ 50 მილიონი? არ გამოგივათ!
და აი, რატომ!!
კულტურის ფონდის შექმნის ანალოგად ევროპული სახელმწიფოების მოყვანა, არ გამოდგება; რამეთუ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში ანალოგიური ფონდების ბიუჯეტების 90% ივსება კერძო შენატანებით, მხოლოდ 10% არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან; და მის დახარჯვაზე სახელმწიფოებრივი კონტროლი მიმდინარეობს.
კერძოდ, კი შესაბამისი ქვეყნის კულტურის სამინისტროების კონტროლით ხდება ფონდებიდან თანხის დახარჯვა. ვიმეორებ, კერძო თანხა იხარჯება სამინისტროებს სახელმწიფოებრივი კონტროლით.
ლევან ხარატიშვილი კი გვთავაზობს კულტურის ფონდს სსიპ-ის თუ ააიპ-ის სახით? იქნებ „დაავიწყდა”, რომ სახელმწიფო მოხელეა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის პროგრამა უდევს სახელმძღვანელოდ? ან იქნებ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრია და მათგან მიიღო შეთავაზება კულტურის ფონდის ხელმძღვანელად მისი მომავალი საქმიანობის შესახებ. როგორც სამინისტროს კარგად ინფორმირებული თანამშრომელი გვიყვება, ძალიან ცუდი წრე შეიკრა ამ ფონდის გარშემო. ლევან ხარატიშვილი კულტურის ფონდის შექმნას გეგმავს სსიპ – შემოქმედებითი საქართველოს ბაზაზე, რომლის დირექტორი ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტიდან მისი დედის – ტატა ვეფხვაძის მეგობარი ირმა რატიანია.
ამავდროულად, ტატა ვეფხვაძე გახლავთ უნივერსიტეტის რექტორის, გია შერვაშიძის მრჩეველი, რომელთანაც მეგობრობს ასევე მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. ლევან ხარატიშვილი ამ სამეგობრო წრის დამალვას ცდილობს, მაგრამ საზოგადოებამ ყველაფერი იცის. სწორედ ლევან ხარატიშვილის საკურატორო სფეროა სსიპ-შემოქმედებითი საქართველო და სწორედ მისი ხელდასმით დაინიშნა დედამისის მეგობარი ირმა რატიანი დირექტორის თანამდებობაზე. ოღონდ ეს დანიშვნა ისე ოსტატურად გააკეთა, რომ მინისტრი ვერ მიხვდა, რადგან უნივერსიტეტის რექტორის გია შერვაშიძისგან წამოვიდა ირმა რატიანის კანდიდატურა.
სწორედ სსიპ-შემოქმედებითი საქართველო არის მისი საკურატორო სფერო. ამ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში საკონკურსო კომისიის წევრებს თავად არჩევს, მათი საქმიანობა არის გასაიდუმლოებული და კონკურსებში გამარჯვებული პროექტებით გამოდიან ის კომპანიები, რომელთა დამფუძნებლები და მესაკუთრეები არიან ლევან ხარატიშვილის მეგობრები, ან რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას კულტურის ფონდის შექმნის მხარდასაჭერად. აქვე უნდა ითქვას, რომ კულტურის სფეროს ამ ადამიანებს ფართო საზოგადოება არ იცნობს და სად ახორციელებენ და რომელ პროექტებს ახორციელებენ ესეც უცნობია.
ახლა კი ლევან ხარატიშვილი, რომელიმ 2013 წელს მაშინდელი მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის რეკომენდაციით მოხვდა სამინისტროში, 6 წელია გახლავთ კულტურის მინისტრის და ამჟამად უკვე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. ადამიანი, რომელიც კოვიდ-19 გავრცელებამდე 2015-2020 წლებში, სახელმწიფოს ხარჯზე, სულ მივლინებებში დადიოდა.
წელიწადში 6 თვეზე მეტი იყო მივლინებებში. კულტურის სამინისტროში წლების მანძილზე დადიოდა ხუმრობა, რომ ვისაც ლევან ხარატიშვილის ხელმოწერა დასჭირდება, თვითმფრინავს უნდა დაეწიოსო. ამ მივლინებების დროს ფინანსდებოდა ლევან ხარატიშვილის ავიაბილეთები, სასტუმრო და დღიური ხარჯები.
განსაკუთრებით საინტერესოა, დღიური ხარჯები მაშინ, როდესაც ამ სამივლინებო დღეებში დღიური ხარჯების პარალელურად იღებდა მინისტრის მოადგილის საკმაოდ სოლიდურ ხელფასს. იყო მომენტი 2019 წელს, როდესაც შეთავსებული ქონდა მის საკურატორო სფეროს სსიპ-შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის თანამდებობა შესაბამისი ხელფასით. თანამდებობაზე ყოფნისას აპელირებდა იმ ფაქტით, რომ მას მხარს უჭერს მის საკურატორო სფეროში შემავალი, ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსი, ნიკოლოზ ანთიძე, რომელსაც
ლევან ხარატიშვილმა საკუთარი შვილი მოანათლინა ყოფილ მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად და სწორედ მას შემდეგ, საკუთარ საკურატორო სფეროში შემავალ ძეგლთა დაცვის სააგენტოში, 2015 წლიდან მუშაობა დააწყებინა საკუთარ მეუღლეს, ირინა ბაღდადიშვილს.
ბიუჯეტის წურბელა – ეს სახელი ჰქვია სწორედ ასეთ სახელმწიფო მოხელეს ლევან ხარატიშვილს, რომელმაც ნეპოტიზმის გამოყენებით, კორუფციული სქემა შექმნა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სსიპ-ებში და იმედი აქვს, ასე გაგრძელდება მომავალ წლებშიც.!..
და ბოლოს…. ბატონო გიორგი გახარია! ეს საგაზეთო სტატია კარგად წაიკითხეთ, ვიდრე ფონდის დაარსების იდეას მხარს დაუჭერთ და იქნებ ჯერ ფაქტების მოკვლევა დაავალოთ შესაბამის უწყებას, კერძოდ კი აუდიტის სამსახურს, რათა ბოლო მოეღოს ბიუჯეტის ხარჯზე მავანთა მადას და თავგასულ საქმიანობას?
არ შეიძლება მრავალმილიონიანი ფონდი გარკვეული კლანის კეთილდღეობას მოხმარდეს და კულტურის სფეროს წარმომადგენლები კი სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ!
აღნიშნული ფონდის თემაზე მინისტრის მოადგილეს კულტურის დარგში ბადრი მაისურაძეს დავურეკეთ ნომერზე 595 885 777, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა!
მასე გააგრძელეთ მასე და როგორ შექმნით ან მაგ ფონდს და საერთოდ როგორ შეინარჩუნებთ თანამდებობებს, ვნახავთ!
გაზეთი ,,ალია,, მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს აღნიშნულ თემაზე!
ინგა მახარობლიშვილი, ალია, №24
კომენტარები