საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
გრძელდება შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინის მხარეს მებრძოლი თავისუფალი რუსეთის ლეგიონი ღრმად შევიდა ბელგოროდის ოლქში. სირენების ხმაა ჩართული ბელგოროდში, კურსკსა და ვორონეჟში. იბომბება როსტოვისა და ბრიანსკის ოლქები. დაიბომბა ლენინგრადის ოლქიც. ჯერ კიდევ დაუდგენელი ინფორმაციით ბელგოროდის ოლქში რუსეთის გამანადგურებელი იქნა ჩამოგდებული პრო-უკრაინული ძალების მიერ. ჩამოვარდა რუსული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავიც.
ჯერჯერობით წინააღმდეგობა რუსეთის მხრიდან ლიმიტირებულია. ლეგიონის გაცხადებული მიზანი არამხოლოდ ტერიტორიის დაკავება და ტირანული რეჟიმისაგან გათავისუფლება, არამედ რუსეთის ავტოკრატიული სისტემისათვის დარტყმის მიყენებაა. თუმცა პოლიტიკური მიზანი ნაწილობრივ უკვე მიღწეულია და იმის ჩვენება კიდევ ერთხელ მოხდა, რომ რუსეთი იმაზე ძლიერი არაა ვიდრე ის ამის წარმოჩენას ცდილობს. და მის მიერვე დადგენილი წითელი ხაზი კვლავ გადაილახა. ეს ლეგიონის რიგით მეოთხე და ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა რუსეთის ტერიტორიაზე.
კომენტარები