,,ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი ბრიუსელიდან სოციალურ ქსელში წერს:
,,მეორე დღეა დახურულ კარს მიღმა ევროკომისია მსჯელობს, როგორ დაწეროს დასკვნა, რომელიც ქართველ ხალხს მისცემს შანსს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნები.
განიხილავდნენ, რომ საერთოდ არ გაეცათ არანაირი რეკომენდაცია-არც სტატუსის მინიჭებაზე და არც გადადებაზე, წევრი ქვეყნებისთვის მიენდოთ გადაწყვეტილება. ამის უფლებას კი, ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულება არ აძლევს-ევროკომისიამ თუ ‘მომწვანო’ შუქი მაინც არ მისცა, წევრი ქვეყნები ვერ გასცემენ დადებით პასუხს.
ორი დღის მსჯელობა და ხელისუფლების გამოკლებით მთელი ქვეყნის თავდადება ევროპული მომავლისთვის, სავარაუდოდ სრულდება პოზიტიური სიგნალით. იმედი მაქვს, რომ პირობითი ფორმით, კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია გაიცემა.
დაველოდოთ ხვალ ევროკომისიის ანგარიშს, მე მას ევროპარლამენტში მოვისმენ, საქართველოს გულშემატკივრებთან ერთად.
წესით ხვალ მოლაპარაკებებს უნდა ვხსნიდეთ გაწევრიანებაზე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რუსები რომ არ გვყოლოდა ქვეყნის სათავეში.”
კომენტარები