მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2 მილიონს აღწევს, მიუხედავად ამისა ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, ირანი და სხვა ქვეყნები პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებენ.
ამ დროის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 1.85 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 420 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა ხოლო 114,294 ადამიანი გარდაიცვალა.
რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსზე ახლა
კორონავირუსზე ტესტირებისას პასუხი კვლავ დადებითია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შაბათს განაცხადა, რომ განიხილავენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც COVID-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც კლინიკურად გამოჯანმრთელდნენ, განმეორებით ტესტირებაზე კვლავ დადებითი პასუხი დაუდასტურდათ.
პარასკევს, სამხრეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი კოროვირუსისგან გამოჯანმრთელებულ 91 პაციენტს კვლავ დაუდასტურდა COVID-19.
კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯეონგ ეუნ-კიონგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ვირუსმა „რეაქტივაცია“ განიცადოს.
გაჩერებული ინდუსტრიის განახლება
ინდოეთი გეგმავს გარკვეული საწარმოების მუშაობა განაახლოს, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში 21 დღიანი კატრანტინი გამოცხადდა, რომელიც 15 აპრილამდე გაგრძელდება.
დღეიდან, ესპანეთში ზოგიერთ ბიზნესსა თუ საწარმოზე, ორი კვირის წინ დაწესებული შეზღუდვებს შეამსუბუქებენ, მათ შორისაა, მშენებლობა და საწარმოების მუშაობა.
იმის გამო, რომ ესპანეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით ამერიკის შემდეგ პირველ ადგილზეა, ამ გადაწყვეტილებას კრიტიკაც მოჰყვა, რადგან ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელებას ხელს შეუწყობს.
ირანის ხელისუფლებამ ჰასან როუჰანმა კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა და „დაბალი რისკის“ მქონე ბიზნესმა მუშაობა განაახლა. შეზღუდვების მოხსნიდ
ჩინეთის მთავრობამ, შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნა, ჰუბეის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში ქალაქ უხანში, რომელიც ორ თვეზე მეტხანს ჩაკეტილი იყო. შეზღუდვების მოხსინს დღესზვე ქალაქი 65 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
რუსეთის საზღვარი ჩინეთთან ახალი ბრძოლის წინა ხაზია
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარი რუსეთთან გახდა ფრონტის ახალი ხაზი – ეპიდემიის ხელახალი გავრცელების არეალი, რადგან ყოველდღიური ახალი შემთხვევები ჩინეთში იმპორტირებულია.
იმპორტირებული შემთხვევების ნახევარი უკავშირდებოდა ჩინეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ.
საჭიროა სწრაფი ტესტირება
ამერიკელი ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შტატებმა უნდა დააჩქაროს სწრაფი ტესტირების პროცესი, რადგან თეთრი სახლი განიხილავს, თუ როგორ და როდის უნდა მოხსნას პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები.
პრაიმტაიმი
კომენტარები