დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს:
„მსოფლიოში აქამდე არსებულ სამეცნიერო მასალებში ხელახლა ინფიცირება აღწერილი არაა. ყველა მკვლევარი უფრო მეტად იხრება იმ აზრისკენ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში, როგორც ცხვირ-ხახის ნაცხში, ასევე ფეკალიებში შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, მაგრამ ის არაა სიცოცხლისუნარიანი.
PCR-დიაგნოსტიკის საშუალებით ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის, რნმ-ის აღმოჩენა.
საზოგადოებისთვის ცნობილია საქართველოში ასეთი შემთხვევის შესახებ, როდესაც პაციენტს ეს გენეტიკური მასალა 2 თვის განმავლობაში ჰქონდა.
ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული შემთხვევა სამცხე-ჯავახეთიდან სწორედ ამას უკავშირდება – ერთ ანალიზში ვირუსი არ იყო, შემდეგ კი PCR-ანალიზმა აჩვენა, რომ ცხვირ-ხახაში ვირუსი გაჩნდა.
ყველა კვლევა ამბობს, რომ ასეთი ადამიანები ვირუსის გამავრცელებლები არ არიან“
კომენტარები