პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
„დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ, ნამდვილად ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვან დიალოგს ფასილიტაციას უწევენ და მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე უკვე შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიულობა.
განმეორებით არჩევნებს “ოცნება” არ განიხილავს. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ გააკეთა არჩევანი და არ გვაქვს საფუძველი ეჭვქვეშ დავაყენოთ ის”
კომენტარები