საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, საფრანგეთის AFG-ს გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულა სულაშვილი განცხადებას ავრცელებს:
,,გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ❗
განსაკუთრებით იმ ადამიანებს მოგმართავთ, ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ საფრანგეთში მკურნალობა.
მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად მიმართა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებს, რომ მათი მოქალაქეები წარმოშობის ქვეყანაში უზრუნველყოფილნი არიან უფასო, თანამედროვე სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობით და სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს მათ მკურნალობაზე.
ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ნებისმიერი არასრულწლოვანი, რომელსაც აღმოაჩნდება ონკოლოგიური დაავადება, სახელმწიფო აფინანსებს მათ მკურნალობას საზღვარგარეთ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპის ( კერძოდ საფრანგეთის) წამყვანი კლინიკების დიდი ნაწილი, უარს აცხადებს ქართველი პაციენტების მიღებაზე. ისინი ითხოვენ 100% სადაზღვევო პაკეტს, რომლის მიღებაც დაკავშირებულია თავშესაფრის მოთხოვნაზე და იმ აუცილებელ ადმინისტრაციულ პროცედურებზე, რომელსაც სჭირდება მინიმუმ 3 თვე. მძიმე ავადმყოფებისთვის ეს ვადა სერიოზულად სარისკოა, ვინაიდან მათთვის გარდა გადაუდებელი, პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა, სხვა სერვისი არ არსებობს. კომპლექსური კვლევა და მკურნალობა იწყება დაზღვევის მიღების დღიდან.
სამწუხაროდ, ყოველ დღე უამრავი ჩვენი თანამემამულე გვიკავშირდება, რომლებიც სამკურნალოდ ჩამოვიდნენ საფრანგეთში და ნაცვლად ჰოსპიტალისა, აღმოჩდნენ ღია ცის ქვეშ. გვაქვს ათეულობით ფატალური შედეგი. ადამიანების დიდ ნაწილს კარვებში, ჰოსპიტლის მისაღებში, რკინიგზის სადგურებში და აეროპორტებში უხდებათ ცხოვრება.
გთხოვთ, ნუ ენდობით სახვადასხვა სოციალურ ჯგუფებში გავრცელებულ ინფორმაციებს და რჩევებს არაკომპეტენტური პირებისგან.
ნოემბრის დასაწყისიდან ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში იწყება მკაცრი კონტროლი არალეგალურად მყოფ პირთა გამოსავლენად. პირველ რიგში ეს ეხება იმ პირებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ქვეყნის დატოვების შეტყობინება.
ჩვენი რჩევაა: ნუ გამოიყენებთ ყალბ აიდ ბარათებს გადაადგილების შემთხვევაში, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გაახანგრძლივებს თქვენს შეყოვნებას სადეპორტო დაწესებულებაში.
ნუ დაეყრდნობით სხვა პირების პირად გამოცდილებას და რჩევებს. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ კვალიფიციურ იურისტებს და ადვოკატებს.”
კომენტარები