პრემიერი, გიორგი გახარია, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას მადლობით იწყებს:
„მადლობა თითოეულ საჯარო მოხელეს, კერძო სექტორის წარმომადგენელს, თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც ფინანსური დახმარება გაუწია კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ სპეციალურ ფონდს, რომელშიც უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა მოგროვდა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფონდ ქართუს და ბიძინა ივანიშვილს, იმ წვლილისთვის, რომელიც მან ამ ბრძოლაში შეიტანა ფინანსურადაც და რა თქმა უნდა მისი პირადი ჩართულობით მენეჯმენტის ნაწილში“
კომენტარები