საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირის საჩუქარი საქართველოს, სხვებისგან განსხვავების ავანსად არ მიუღია.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ევროსაბჭომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ომში მყოფი ქვეყანა და მისი მოსაზღვრე სახელმწიფო წაახალისა.
“ორ ქვეყანას, უკრაინას და მოლდოვას განესაზღვრა მთელი რიგი პირობებისა. ნაცვლად ჩვენი შემთხვევისა, მათ ჯერ ავანსად მიიღეს საჩუქარი და წახალისება და შემდეგ განსაზღვრა, რომ მათ უნდა შეასრულონ ყველა ის პირობა და პირობები აქვს უკრაინას, აქვს მოლდოვას და აქვს საქართველოს. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ საჩუქარი ჩვენ ავანსად არ მიგვიღია.”
კომენტარები