გურიის მოამბის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ქურდობა მოხდა, ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობამ კი აიძულა დაზარალებული განცხადება – ღორის მოპარვის შესახებ – უკან გაეტანა.
მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ წინ მოხდა. ოჯახმა, ვალების გასასტუმრებლად გადაწყვიტა საკუთარი ღორი დაეკლა და ჩაებარებინა, მოელაპარაკნენ ერთ ერთ შემსყიდველ საწარმოს, ერთ კილოგრამში მყიდველი 10 ლარს იხდიდა,
ღორის “სუფთა” წონა 94 კილოგრამი შეადგენდა, შესაბამისად ჩასაბარებელმა თანხამ 940 ლარს მიაღწია. დაკულული, ჩასაბარებლად გამზადებული ღორი სახლში მოათავსეს, თუმცა დილით ღორი ადგილზე უკვე აღარ დახვდათ. დარეკეს 112-ში, თუმცა პოლიციის ნაცვლად დაზარალებულებს ოზურგეთის მერის წარმომადგენელი, ძიმითის გამგებელი ეახლა და განუცხადა, რომ პოლიციის მოთხოვნა იყო დაზარალებულებს ოფიციალურად განცხადება არ დაეწერათ და პოლიცია თავის მხრივ ღებულობდა ვალდებულებას ღორს იპოვიდა და ოჯახს დაუბრუნებდა.
მომხდარიდან უკვე 48 საათზე მეტია გასული, თუმცა დაკლული ღორის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება და პოვნის შემთხვევაში, რამდენად იქნება გასაყიდად ვარგისი, რთული სათქმელია.
კომენტარები