აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს:
“ეს არ არის ის ენა, რომელსაც პარტნიორები ერთმანეთთან საუბარში იყენებენ. მე ვარ დიპლომატი და აქ წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს. ამიტომ, ის განცხადებები, რაც ჩემზე კეთდება, მომართულია არა ჩემკენ პერსონალურად, არამედ ამერიკელი ხალხისკენ და ამერიკის პრეზიდენტისკენ. მისტერ პრაისმა რაც თქვა, მართალია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ პარტნიორები ვართ და სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. როდესაც არის მინიშნებები, ჭორები და კომენტარები, რომლებიც არ არის დაფუძნებული ფაქტებზე, ეს დამაბნეველია ქართველი ხალხისთვის და ეს დიალოგს ხელს არ უწყობს. მე ადრეც ვთქვი, რომ ბუნებრივია პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს პირად არასაჯარო საუბრებში უნდა განიხილებოდეს. რა თქმა უნდა, თუ ეს საჭიროა, საჯაროდაც უნდა გაკეთდეს განცხადებები, რაც ჩვენც არაერთხელ გაგიკეთებია, როდესაც ვთვლიდით, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული მისწრაფებების გზას, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ურთიერთპატივისცემით.”
კომენტარები