აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი მმართველი პარტიის თავმჯდომარის და ე.წ. ოცნებას გამოყოფილების ახალ განცხადებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, შეერთებულ შტატების სურვილი არ ყოფილა და არ არის საქართველოს ომში ჩართვა. შეგახსენებთ, ოცნების წევრებისა და ოცნებიდან წასულების განცხადებები გიორგი ვაშაძის განცხადებას მოჰყვა.
დეგნანი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, “ოცნების” ხელისუფლებამ უარი თქვა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ამერიკის მრავალმილიარდიან შეთავაზებასა და მფრინავების გადამზადებაზე. დეგნანი ამბობს, რომ ინფორმაცია ბევრ უზუსტობას შეიცავს:
“რაც შეეხება ბოლოდროინდელ განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ-მა საქართველოს შესთავაზა ახალი ტიპის თავდაცვითი იარაღი. ეს განცხადებები სავსეა უზუსტობებით. ჩვენ ვთხოვეთ ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს მთელ მსოფლიოში, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა უკრაინას დახმარებოდნენ პუტინის მიერ წამოწყებულ სასტიკ ომში. უკრაინა იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, ამიტომ, მას დახმარება სჭირდება. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არასდროს მოგვითხოვია საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნა.
ჩვენ თავიდანვე ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს ომი არ დაწყებულიყო და ახლაც ყველაფერს ვაკეთებთ რომ ის რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამერიკა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად მუშაობს” თქვა კელი დეგნანმა.
კომენტარები