ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მზადდება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა.
დოკუმენტში დეტალურად იქნება აღწერილი, რატომაა საჭირო მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადება, ან მისი კლინიკაში გაყვანა:
“ცენტრი “ემპათია” ამზადებს ექსპერტიზის დასკვნას, ეს იქნება სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და ალბათ ამ დასკვნაში თვალნათლივ იქნება, თუ რატომ უნდა მოხდეს ან სასჯელის გადავადება, ან გაყვანა მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ კლინიკაში.
ამჟამად მდგომარეობა არის ძალიან სავალალო და იგი საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, წინააღმდეგ შემთხვევაში თანდათანობით განვითარდება კახექსიური ცვლილებები, შეუქცევადი ნეიორო-დეგენერაციული ცვლილებები და შესაძლებელია დასრულდეს ლეტალური გამოსავლით”.
კომენტარები