გაოგნებული ვარ გახარიას ფარისევლობით. სწორედაც მისი პრემიერობის დროს, შარშან, არჩევნების პერიოდში, ოთხჯერ შევიტანე განცხადება შსს-ში თვალთვალზე, ადევნებასა და თავდასხმაზე. არც გახარია დაინტერესებულა ამ საქმით და არც საბანაძე. გახარიას ნიანგის ცრემლების არ მჯერა. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ის და მისი გუნდი დღეს ამ დღეში არიან, მაგრამ ამ ყველაფერზე თავადაც არის პასუხისმგებელი. არაფერი გააკეთა ისეთი სასამართლოს შესაქმნელად, რომელიც თუნდაც მისივე უფლებებს დაიცავდა. ღვაროს ახლა ნიანგის ცრემლები! – ასე უპასუხა ანა დოლიძემ კვირის პალიტრას ჟურნალისტის შეკითხვას – ამბობთ, რომ ხელისუფლება გითვალთვალებთ, გდევნით, დეზინფორმაციას ავრცელებს. ამავეს ამბობს გიორგი გახარიაც, რომ მისი პრემიერობის დროს ამ ყველაფერს არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. თქვენ თუ ხედავთ განსხვავებას ხელწერაში?
კომენტარები