აუდიტის დასკვნა შესაძლოა მერიის მაღალჩინოსნების დაკავების მიზეზი გახდეს. უწყების სკანდალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გაფლანგულია მილიონობით ლარი.
აუდიტს კითხვები აქვს მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაობეისთვის გამოყოფილ ტენდერებთან დაკავშირებითაც. აუდიტმა ვერც კი მოიძის დოკუმენტები რომ ფასის შესაბამისობა დაედგინა, რამდენად სწორად დაიხარჯა 46 მილიონი ლარი ვაგონების რეაბილიტაციისთვის.
დოკუმენტი 2017-18 წლების საქმიანობას მოიცავს, პროკურატურაში დევს, სადაც მოხვდა საეჭვო ტენდერებიც.
დოკუმენტის თანახმად, ავტოპარკის მოწესრიგჰებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარკვებულმა კომპანია “დაგმა” ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება რითაც დედაქალაქის ბიუჯეტმა მილიონობით ლარით იზარალა.
ოპოზიციაში აუდიტის მორიგ ხმაურიან დოკუმენტს “საბრალდებო დასკვნას” უწოდებენ და დედაქალაქის მერიაში გამეფებულ კორუფციაზე ამახვილებენ ყურადღებას.
“ეს აუდიტის დასკვნა კახი კალაძის მერობის ოერიოდს ეხება. აუდიტი წერს, რომ თანამშრომლები სამსახურებში არ დადიან, ჩვენ მოქალაქეები კი მილიონობით ლარს ვიხდით წლიდან-წლამდე მათ ანაზღაურებაში. 46 მილიონი ისე გადავიხადეთ, რომ დოკუმენტიც კი არ არესებობს, რაში დაიხარჯა. დასკვნაში შავი-თეთრზე წერია, რომ სატრანსპორტო კომპანიიდან მილიონობით ლარი გაიფლანგა და ეს ხდება კალაძის მერობის პერიოდში”- აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
მისი თქმით, დასკვნის საფუძველზე მერიის მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება სრულიად შესაძლებელია.
დედაქალაქის მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობენ “ევროპულ საქართველოშიც”.
ირაკლი აბესაძის განცხადებით, საუბარია თბილისის მერიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაზე, სდადაც მისივე თქმით უამრავი დარღვევა იკვეტება.
“თბილისის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გაფლანგული. ეს არ ტოვებს იმის შტაბეჭდილებას რომ საქმე უცოდინრობასთან ან შეცდომებთან გვაქვს. როგორც ჩანს შესაძლოა საქმე გვქონდეს წინასწარ დაგეგმილად და ორგანიზებულად სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვასთან, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყვნენ მერიის მაღალჩინოსნები”- აცხადებს საკრებულოს წევრი.
ნიუპოსტი
კომენტარები