დოქტორანტი, დერმატო-ვენეროლოგი, “მტკიცებითი მედიცინის ცენტრის” ექიმი, ზაზა თელია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“COVID-19 და გარდაცვალების მოწმობა (სერტიფიკატი)
გაფრთხილება!!
აღნიშნული პოსტი წარმოადგენს არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების სტატისტიკურ ანალიზს და თავისუფალია ინტერესთა კონფლიქტისაგან.
გთხოვთ თავი შეიკავოთ არასამედიცინო, არაპროფესიონალური ან “შეთქმულების თეორიაზე” დაფუძნებული კომენტარებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომენტარის ავტორი დაიბლოკება.
ვერდიქტი:
მსოფლიოს მასშტაბით ჯამში COVID-19-ით გარდაცვალების ყოველი 13 შემთხვევიდან – 1 შემთხვევაში კორონავირუსი არ იყო გარდაცვალების ძირითადი მიზეზი, როგორც ეს გარდაცვალების მოწმობაზე იყო აღნიშნული.
ამასთან ერთად ეს მაჩვენებელი ბოლო რამოდენიმე კვირაა კიდევ უფრო გაზრდილია და დაახლოებით მესამედს უტოლდება, ანუ გარდაცვალების მოწმობაზე სიკვდილის ძირითად მიზეზად კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევებიდან 1/3-ში ის არ იყო გარდაცვალების ძირითადი მიზეზი (D. Howdon, et. al).
მოდით განვიხილოთ უფრო დეტალურად:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინში ნათქვამია, რომ – ”COVID-19 უნდა ჩაიწეროს სიკვდილის მიზეზად სამედიცინო მოწმობაში ყველა იმ გარდაცვლილ პაციენტთან, სადაც ამ ვირუსულმა ინფექციამ, ან სავარაუდოდ მან გამოიწვია, ან ხელი შეუწყო პაციენტის სიკვდილს, ანუ მოწმობაში დაფიქსირდეს – “COVID-19 არის სიკვდილის ძირითადი მიზეზი. ”
ასეთი მაგალითი იქნება – ის, ვისაც აქვს განვითარებული პნევმონია COVID-19– ის შედეგად და გარდაიცვალა მწვავე რესპირატორული დისტრესისგან.
გარდა ამისა, COVID-19 შეიძლება არსებობდეს, აღნიშნული იყოს გარდაცვალების მოწმობაში, როგორც მნიშვნელოვანი მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს სიკვდილს, მაგრამ ის არ არის ძირითადი მიზეზი.
ამ გაიდლაინში ნათელია, რომ ასეთ შემთხვევებში გარდაცვალება ”არ არის COVID-19-ის გამო და არ უნდა იყოს დამოწმებული, როგორც ასეთი, ძირითად მიზეზად”.
ჩატარდა სტატისტიკური ანალიზი – Public Health England (PHE) weekly reports on excess mortality (published since the week ending 3 July 2020) – იმის დასადგენად თუ რამდენი ადამიანია გარდაცვლილი COVID-19-ით, სადაც COVID-19 იყო გარდაცვალების ძირითადი გამომწვევი მიზეზი და როდის არ იყო COVID-19 როგორც ძირითადი მიზეზი.
ამან საშუალება მოგვცა დავსვათ კითხვა – არის თუ არა COVID-19 გარდაცვალების ძირითადი მიზეზი, როდესაც იგი აღნიშნულია გარდაცვალების მოწმობაში??
რა დადგინდა:
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დაახლოებით ცამეტიდან ერთ (7.8%) გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობაში COVID-19 რეალურად არ იყო გარდაცვალების ძირითადი მიზეზი, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 29% -მდე (თითქმის მესამედი) ბოლო რვა კვირის განმავლობაში.
რა ტიპის ანალიზი მოხდა? (დიდი ბრიტანეთის მონაცემები)
სიკვდილიანობა კლასიფიცირდება სიკვდილის ძირითადი მიზეზების მიხედვით (”დაავადება ან დაზიანება, რამაც გამოიწვია პათოლოგიური მოვლენები, რომლებიც პირდაპირ სიკვდილს იწვევს”) ძირითადი ჯგუფების მიხედვით, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება და კიბო, და საბოლოო ჯამში ყველა სხვა მიზეზების მიხედვით (გარდა COVID-19) ”.
ჩვენ ამ ინფორმაციას ვიყენებთ სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გასაგებად, სადაც COVID-19 დამოწმებულია, როგორც სიკვდილის ძირითადი მიზეზი.
პირველ რიგში, ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას ჭარბი სიკვდილიანობის შესახებ რომელიც ეფუძვნება გარდაცვლილთა იმ მაჩვენებლებს, რომელიც 28 აგვისტომდეა აღრიცხული, სიკვდილის მთლიანი რაოდენობის დასადგენად, სადაც COVID-19 აღინიშნა როგორც სიკვდილის ძირითადი მიზეზი გარდაცვალების მოწმობაში:
• COVID-19-ის გარეშე დაღუპულთა საერთო ჯამი – 218 143 გარდაცვალების შემთხვევა
• სულ ჯამში 263 826 რეგისტრირებული სიკვდილის შემთხვევა ამ პერიოდში.
•ამ ორ რიცხვს შორის სხვაობა იძლევა საშუალებას რომ ითქვას – COVID-19 რომელიც აღნიშნული იყო გარდაცვალების მოწმობაში როგორც გარდაცვალების ძირითადი მიზეზი – 45 683 შემთხვევაში.
• თუმცა რეალურად გვაქვს 49,560 გარდაცვალების შემთხვევა სადაც COVID-19 აღნიშნულია გარდაცვალების მოწმობაში მაგრამ ის რეალურად არ გახლდათ გარდაცვალების ძირითადი მიზეზი
• 49560-45683=3877 – ეს გულისხმობს, რომ არსებობდა 3877 (7.8%) გარდაცვალების მოწმობა, სადაც COVID-19 არ იყო სიკვდილის ძირითადი მიზეზი.
გარდა ამ მონაცემებისა, გამოყენებულ იქნა მსგავსი გამოთვლა დღემდე გამოქვეყნებული სიკვდილიანობის ყველა ანგარიშისა, იმისათვის რომ მიღებულ იქნას გარდაცვალების მოწმობების საერთო რაოდენობა და პროპორცია, რომელშიც ნახსენებია COVID-19, არა მხოლოდ როგორც სიკვდილის ძირითადი მიზეზი არამედ ზოგადად.
მოცემული კვირის მიხედვით:
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 გარდაცვალების მოწმობების საერთო წილი, რომელშიც არ არის COVID-19, როგორც სიკვდილის ძირითადი მიზეზი, მხოლოდ 7,8% -ია, ეს მაჩვენებელი თითქმის 30% -ს შეადგენს (სულ 1,617 გარდაცვლილიდან 465).
ეს ძირითადად შეესაბამება შოტლანდიის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნულ მონაცემებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ COVID-19 იყო ძირითადი მიზეზი სიკვდილის მოწმობების 94.6% -ში, ნებისმიერ შემთხვევაში COVID-19-ის მოწმობაში ხსენების შემთხვევაში 21 კვირამდე, მაგრამ მხოლოდ 76.3% 22 კვირიდან 32-ე კვირამდე.
მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების მოწმობა სწორად მიიჩნევა, როგორც ოქროს სტანდარტი სიკვდილის მიზეზის დასადგენად, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დიფერენცირება გარდაცვლილთა შორის, სადაც COVID-19 იყო კონტრიბუციული (ხელშემწყობი) მიზეზი მათგან, სადაც COVID-19 იყო სიკვდილის ძირითადი მიზეზი.
როგორც ჩანს, ეპიდემიის განმავლობაში, ამ მხრივ მოხდა სიკვდილიანობის შესაბამისი შემადგენლობის ცვლილება.
გარდაცვალების გამომწვევ მიზეზსა და გარდაცვალების მოწმობაში სხვა მითითებებს შორის განსხვავების დაფიქსირება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რადგან შემოდგომის და ზამთრის თვეებში შევდივართ სადაც ყოველწლიურად აღინიშნება სხვა რესპირატორული დაავადებების რიცხვის ზრდა.”
კომენტარები