მწერალი პაატა ქურდაძე:
„გუშინ საღამოს წავიკითხე, პუტინს სირიიდან “გიჟები მაჰყამსო!” .. საინტერესო ამბები მოხდება ახლო აღმოსავლეთში – ბაშარ ალ ასადმა თუ მართლა ჭამა და გამოუშვა უკრაინაში თავისი ჯალათების ურდოს ნახევარი და პუტნმა მათი იქიდან გამოყვანა შეძლო!.. წარმომიდგენია რას გაიხარებს ჯერ დაეში, მერე კი ისრაელი, თურქეთი და შესაბამისად “დასავლელი პარტნიორები”, რომლებსაც სირიის შიდა საქმეებში სამხედრო ჩრევაზე არავითარი კომპლექსები არ აწუხებთ, უკრაინისგან განსხვავებით: იქაურ რუსულ ბაზებს პუტინს ერთ ადგილზე ისე “მიასვარკებენ” ბაშართან ერთად, ხელი არ აუკანკალდებათ… მოკლედ მონასტერი ხომ არია ამ მანიაკმა!.. ახლა მეჩეთი და სინაგოგაც აირევა..მერე იტყვის დიდ სამამულო ომში ვართო და ისევ თავისი საწოლის ქვეშ დამალული გაქუცული “კნოპკიანი” ჩემოდანი გაახსენდება.. რომელშიც , რა მაგის პასუხია, მაგრამ სულ მგონია, რომ გარდა ბირთვული პულტისა, ყოველი შემთხვევისთვის, “პრავდაში” გახვეული ცოტა “ახოტნიჩი კალბასი” და პური აქვს გადანახული… უბრალოდ გარეგნობა აქვს ისეთი…როგორ გითხრათ.. “ახოტნიჩი კალბასის” ბუტერბროტის სუნიანი დვარნიაშკა კგბშნიკის.. ხომ ამდენს ეცადა მთელი რუსეთის “ბომონდი”, ჩააცვეს, დაახურეს, “ბლюბერი ხილ” ასწავლეს, თავზე ლიტრობით “შანელი” და “ჰერმესი” დაასხეს…არაფერი ეშველა! მაინც მაგ სუნით არის აქოთებული….ვინც არ იცით.. არ იფიქროდ რაღაც ბანალურ “ზაკუსკაზე” ვლაპარაკობდე.. ეგ “ახოტნიჩი კალბასი” ბევრად მეტი – ძირძველი რუსების სულიერი მდგომარეობაა !“
კომენტარები