გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და გადაგვყავს სამკურნალოდ. გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გაფართოებული ტესტირება იწყება, გვინდა რომ მთლიანად გავტესტოთ ამ სოფლების მთლიანი მოსახლეობა და ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება დროულად ჩავახშოთ. გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება, გარდაბანში ინფიცირების პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, 3 შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით“
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიიღებენ თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხვალ იმსჯელებენ.
იპნ
კომენტარები