ფოტო – რადიო თავისუფლება
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ჰოსპიტალ “ბაუ”-ში, 10 ივლისს გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 12 ივნისს ბათუმში ერთ-ერთი მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი ბლაგვი საგანი დაეცა.
ექიმების შეფასებით პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი გარდაცვალებამდე გრძნობაზე არ მოსულა.
20 წლის ახალგაზრდა შუახევის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო, ბათუმში კი სწავლობდა და მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 12 ივნისს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.
კომენტარები