73 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი.
გიორგი ცაგარელის გადაღებულია უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროცესების ამსახველი დოკუმენტური ფოტოები.
მათ შორის 1989 წლის 9 აპრილი, სამოქალაქო ომი თბილისში, აფხაზეთისა და ყარაბაღის ომები და სხვა.
სიმბოლურია, რომ გიორგი ცაგარელმა 19 საათის წინ მის მიერ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
კომენტარები