გარდაიცვალა კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„არჩილ შუბაშვილი მრავალი წლის მანძილზე ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი იყო, ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, მისი წერილები იბეჭდებოდა არაერთ გამოცემაში, იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის მდივანი.
არჩილ შუბაშვილის ორგანიზებით, სხვადასხვა წლებში ქართული კინოს დღეები ჩატარდა თურქეთსა და დანიაში, მისი თანაავტორობით გამოიცა „ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია“, მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის კონსულტანტად და სცენარისტად.
არჩილ შუბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნულ კინოცენტრთანდა არაერთხელ იყო კინოცენტრის კონკურსების საექსპერტო კომისიის წევრი.
ეროვნული კინოცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს არჩილ შუბაშვილისგარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“,- აღნიშნულია კინოცენტრის ინფორმაციაში.
კომენტარები