ქუთაისში ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკით დაშავებული ქალი 8 იანვარს, გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიღებული და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები